პოლიტიკა
წარმატებულ რეფორმებს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის ანტიგუა და ბარბუდას დელეგაცია ეცნობა
იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრს ქართული რეფორმები გააცნეს. თეა წულუკიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და გიორგი პატარიძემ მელფორდ ნიკოლასს სახელმწიფო სერვისების სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. მათ სტუმარს იმ ნაბიჯების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რამაც სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს წარმატება განაპირობა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მიწის კადასტრის საკითხებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სერვისების ხელმისაწვდომობას დიდ ქალაქებში − იუსტიციის სახლები, რაიონულ ცენტრებში კი, საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება პატარა სოფლებს, მათთვის იუსტიციის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტი − „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალები ფუნქციონირებენ, რომლებიც მოსახლეობას სწრაფად და კომფორტულად აწვდიან სახელმწიფო სერვისებს.
საქართველოში სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომია ელექტრონულადაც. მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE. რიგით მოქალაქესა თუ ბიზნესის წარმომადგენელს 70-ზე მეტ საჯარო ინფორმაციას და მომსახურებას დისტანციურად აწვდის 408 უწყებიდან; ელექტრონული სერვისებით სარგებლობა 24/7 რეჟიმშია შესაძლებელი (24 საათი, კვირაში 7 დღე). იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების გარდა, პორტალზე ხელმისაწვდომია შს სამინისტროს; ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; განათლების სამინისტროს სერვისები.
იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრი იუსტიციის სახლს და ეროვნული არქივის პავილიონსაც ესტუმრება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაკეთდა − აქამდე ეროვნულ არქივს არასდროს ჰქონია საკუთარი საგამოფენო სივრცე. შეხვედრები დაგეგმილია სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრში, მონაცემთა გაცვლის სააგენტოში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


