პოლიტიკა
ცალკეულ სახელმწიფოებს სურთ, მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში, ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც მათ დავალებებს შეასრულებს-მაკა ბოჭორიშვილი
ცალკეული სახელმწიფოები და პოლიტიკოსები არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება, მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე იმგვარად, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში, ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქართველ ამომრჩეველს კი არ სურს, არამედ ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად მოქმედებენ უცხოელი ბიუროკრატებისა თუ პოლიტიკოსების ინსტრუქციებით და ცდილობენ, ქვეყნის შიდა პოლიტიკა ამ მიმართულებით წარმართონ.
„ასეთი პოლიტიკოსების ჯგუფი რომ არსებობს საქართველოში, ამაში ორი აზრი არ არსებობს და უკვე თავადაც ამტკიცებენ – უყურებენ თუ რა ინსტრუქციას გასცემს რომელიმე ბიუროკრატი თუ უცხოელი პოლიტიკოსი და ამას უნდა მიყვნენ, ამას უნდა მიჰყვეს ქართული პოლიტიკური პროცესიც. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად და ამის უკან არ დგას კეთილი განზრახვა“, – განაცხდა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაზე სასამართლოსა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ და შეეხო უცხოელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას. მისი თქმით, ასეთი მიდგომა არ შეესაბამება იმ ევროპულ ფასეულობებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და თანასწორობა კანონის წინაშე.
„ძალიან რთულია, სამართლებრივი გამართლება მოუძებნო ამ განცხადებებს და, ზოგადად, გაამართლო რამენაირად მოსამართლის დასჯის მოწოდებები, რომ მოსამართლეს დაუწესო სანქცია ან სასამართლოზე ამგვარად მოახდინო გავლენა და შემდგომ გამოხვიდე და ისაუბრო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ლექციები წაიკითხო იმაზე, როგორ უნდა იყოს სამართალი უზენაესი და კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა თანასწორი, მაშინ როდესაც ამართლებ კანონის დამრღვევებს, ითხოვ ამ კანონის დარღვევისთვის მიღებული გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის დასჯას და სანქციების დაწესებას, ალოგიკურია ეს ყველაფერი. არანაირად არ ჯდება არანაირ ევროპულ ფასეულობებში“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები უნდა ვითარდებოდეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა გარედან წამოსული მითითებებით.
„არ შეიძლება, მუდმივად ასე ვიაროთ, რომ ვიღაც გიკარნახებს, ვინ უნდა დაიჭირო, ვინ არ უნდა დაიჭირო, ვინ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და ვინ – არა. არ შეიძლება, არსებობდეს ხელშეუხებელი ადამიანების სია, რომელთაც რაც უნდათ, ის შეუძლიათ, გააკეთონ. ეს მადა კიდევ უფრო გაძლიერდა და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ შენი სახელმწიფოებრიობა, შენი კონსტიტუცია, შენი კანონმდებლობა – დემონსტრაციულად ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა და გათელვა, და ასეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენ შვილებისთვის? სადაც პოლიტიკოსი გამოვა, შეურაცხყოფს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და შემდგომ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება, არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო და სასურველია“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


