უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივნისი, 2017 17:40
font-size

ტრისტან წითელაშვილის განმარტება აშშ-ის ელჩზე გაკეთებულ განცხადებაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ტრისტან წითელაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელიზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტა გააკეთა. როგორც წითელაშვილმა 1tv.ge-ის განუცხადა, მან იან კელი არა ტერორისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, არამედ იმაში, რომ პანკისის ხეობაში ყოფნისას კელი შეხვდა პირებს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ.

„მე პირდაპირ თანამშრომლობაზე არ დამიდია ხელი იან კელისთვის, მაგრამ იმ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ეს ადამიანები. იან კელი მათ ინდივიდუალურად შეხვდა, თუ სხვა დანარჩენ პირებთან ერთად, ეგ მე არ მითქვამს და არ ვადასტურებ. მე ვამბობ, რომ იმ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ის კონტიგენტი, რომელიც იბრძოდა სირიაში, „ისლამურ სახელმწიფოში“ “, - განაცხადა წითელაშვილმა.

წითელაშვილმა აღნიშნა, რომ თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე არა მარტო დასავლეთის საფრთხეებზე მსჯელობდნენ, არამედ განიხილავდნენ საქართველოში არსებულ სიტუაციასა და რუსეთიდან მიმდინარე საშიშროებაზეც.

მისი თქმით, მედიაში გავრცელებული სამეცნიერო შეხვედრის სათაური სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, 30 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე „დასავლური საფრთხეები საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ტრისტან წითელაშვილი იყო. საინფორმაციო სააგენტო პატრიოტი tv-ის გავრცელებულ ვიდეოში წითელაშვილმა ამერიკის ელჩი, იან კელი დაადანაშაულა, რომ ის „საქართველოს შიდა საქმეებში“ ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შეხვდა.

სამეცნიერო შეხვედრას გამოეხმაურა თსუ-ის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩოხელი. მან განაცხადა, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა თემა ისე შეცვალეს, რომ თსუ-ის ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ჩააყენეს.

ჩოხელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი შეხვედრაზე გაკეთებულ ანტიდასავლურ განაცხადებებს ემიჯნება.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი