უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 იანვარი, 2026 16:43
font-size

ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ თვითონ ევროპული ლიდერებიც აღიარებენ, რომ ევროპას ძირფესვიანი გადატვირთვა ყველა მიმართულებით სჭირდება - ირაკლი ქადაგიშვილი

ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ვექტორის ცვლილება სარგებელს მოუტანს როგორც თავად ევროპას, ისე საქართველოსაც.

„ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც. ეს ფაქტია და ამას არამარტო ტრამპი, ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ თვითონ ევროპული ლიდერებიც აღიარებენ. აღიარებენ, რომ ევროპას ძირფესვიანი გადატვირთვა ყველა მიმართულებით სჭირდება. მათ ახლა ძალიან მწვავედ აქვთ აღქმული ევროპის სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩართულობა. ამბობენ, რომ ეს არავის საქმე არ არის და გრენლანდიამ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. ეს სწორია. თუმცა საქართველოსთან მიმართებით მათთვის ეს პრინციპი არ მუშაობდა და ჯერჯერობით კვლავ არ მუშაობს. ეს მწარე გამოფხიზლების პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, იმედია, ვითარებას მართლაც გამოაფხიზლებს, ევროპა მართლაც მოძებნის საკუთარ თავში ძალებს, რომ არასწორი განვითარების ვექტორი შეცვალოს. ამით მოგებული დარჩება ევროპაც და საქართველოც, როდესაც არამართლზომიერი ჩარევები, შანტაჟი და ზეწოლა ამ ქვეყნის მიმართ მოიხსნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე მიყვარს ევროპა და მსურს, აყვავდეს, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი