პოლიტიკა
ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას, ტყუილად ელოდებიან ქოცები, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება - გიორგი ვაშაძე
კობახიძის გუშინდელი განცხადებები აჩვენებს, რომ მოძალადე რეჟიმი პანიკაშია, ისინი თავის გადარჩენას ცდილობენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მათი შეცვლილი რიტორიკა ტრამპზე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქოცები ცდილობენ, ახალ რეალობას მოერგონ და ცრუ პროპაგანდის გაძლიერებით შეინარჩუნონ გავლენა, მაგრამ მათი იზოლაცია და წნეხი მხოლოდ იზრდება. მოძალადე რეჟიმთან დასავლეთში ურთიერთობას აღარავინ იჭერს. მათთან ურთიერთობას თავს არიდებენ ელჩები, საერთაშორისო პარტნიორები და ფინანსური ინსტიტუტები.
სანქციები უკვე მოქმედებს. სავიზო შეზღუდვები რეალურია, „მეგობარი აქტიც“ აუცილებლად დამტკიცდება, რაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის მძიმე ფინანსურ დარტყმას ნიშნავს. მათი შიში განსაკუთრებით ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით გაიზარდა – ლონდონის ფინანსური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია და ეს კარგად იციან.
ტრამპის პრეზიდენტობა ნიშნავს ძლიერ ამერიკას და ძლიერ ევროპას და არა ძლიერ რუსეთს და ძლიერ ჩინეთს. ტყუილად ელოდებიან ქოცები, არანაირი „ახალი გადანაწილება“ პუტინის სასარგებლოდ არ მოხდება. ამერიკა და ევროპა მხოლოდ გაძლიერდებიან, საქართველო კი გამარჯვებული გამოვა.
ქვეყნის შიგნით იზოლაცია იზრდება. რუსთაველი იკეტება, რეპრესიები „ქოცს“ ვეღარ შველის, ხალხი არ იღლება, პროტესტი არ ნელდება. რეჟიმის დრო იწურება – დასავლეთმა მათზე საბოლოო უარი თქვა, ქვეყნის შიგნით კი ვეღარაფერს აკონტროლებენ – ვეღარც ძალადობით, ვეღარც პროპაგანდით.
ვერც ძალადობა, ვერც პროპაგანდა ვერ შეაჩერებს ხალხის გამარჯვებას – საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული! დრო „ქოცების“ წინააღმდეგ მუშაობს!“,- აღნიშნულია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


