უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2016 16:00
font-size

ტრამპი თავიდან შეეცდება ურთიერთობები დაათბოს რუსეთთანაც და სირიასთანაც - მამუკა არეშიძე

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობაში თავდაპირველად მეგობრული იქნება, მაგრამ ბოლოს სხვა ქვეყნების ინტერესები გადაწონის.

ამის შესახებ არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ტრამპი საქართველოსთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, ხოლო ტრამპის გაპრეზიდენტებით, ზოგადად მსოფლიო პოლიტიკა უფრო პრაგმატული გახდება.

,,ტრამპის არჩევა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის არჩევამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ლიბერალური დემოკრატიის მამამთავრებს. იმ ტიპის მმართველობა, რომელიც აქამდე არსებობდა მსოფლიოში, შეიცვლება, ბევრად უფრო პრაგმატულ პოლიტიკასთან გვექნება საქმე.

ტრამპი თავიდან შეეცდება ურთიერთობები დაათბოს რუსეთთანაც და სირიასთანაც. ამერიკის ყველა პრეზიდენტი თავიდან გადატვირთვის პოლიტიკით იწყებს, მაგრამ შემდეგ ცვლის ამ რიტორიკას, რადგან რუსეთი არასდროს ცვლის თავის პოლიტიკას. ურთიერთობები თავდაპირველად იქნება მეგობრული, მაგრამ ბოლოს გადაწონის ქვეყნის ინტერესები.

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ერთი იდეოლოგია, რომელზეც დგას ქვეყანა და ამ იდეოლოგიაში ეჭვის შეტანა გამოიწვევს ან ქვეყნის რღვევას ან კენედის ფინალს. ამერიკისთვის საქართველო მხოლოდ მეგობარი არაა . საქართველო და კავკასია ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესშია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მარი ნამგალაძე

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი