პოლიტიკა
ტრადიციულად ფინანსური წნეხია, კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება - შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა მისი დაფინანსების კუთხით შექმნილ პრობლემაზე ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით, მის პარტიას დიდი მოცულობის საბანკო კრედიტის აღება არ შეუძლია მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს მსგავსი პრობლემა არ შექმნია.
„ერთადერთი იმედი ივანიშვილის რეჟიმისა, რომ მოხდეს ჩემი ჩაბლოკვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, ტრადიციულად ფინანსური წნეხია, კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და, რა თქმა უნდა, თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები.
მე დღეს მაინც საცდელად გავაგზავნე ყველა ბიზნესსეგმენტში, ბანკში წერილი იმის შეხსენებით, რომ სწორედ მათი დაღუპულია საქართველო, სწორედ მათი ყაჩაღური ფინანსების შედეგად მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხელისუფლებები, რომლებიც მათვე ძარცვავდნენ და სანამ ასე გააგრძელებენ, ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა არ იქნება“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


