პოლიტიკა
თქვენს კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რაც არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებს - უილიამ ლაჰიუ
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამოებია, რაც გამოსწორებას საჭიროებს, რადგან ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„თქვენს კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რასაც ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით პარლამენტი აღიარებს. ეს შეუსაბამოებები არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებს - მართონ და მოემზადონ ეროვნული კრიზისებისთვის, მათ შორის ომისთვისაც“, - განაცხადა ლაჰიუმ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე.
ლაჰიუს თქმით, მისასალმებელია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რაც, მისი აზრით, ხარვეზების გამოსწორებას შეუწყობს ხელს. ლაჰიუმ აღნიშნა, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი არ უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, არამედ ეფექტური ინსტიტუციების ჩამოყალიბებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


