პოლიტიკა
თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში - ევროპულმა საქართველომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დატოვა
„ევროპულმა საქართველომ“ პროტესტის ნიშნად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დატოვა. ამის შესახებ პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარიამ სახელისუფლებო გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღებაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გამოიყენა არცერთი შანსი ვითარების გაუმჯობესებისთვის.
„ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ დგება კრიტიკული მომენტები, როცა ვეხებით ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებს. ესაა არჩევნები და საშუალება, რომ მშვიდობიანი არჩევნების გზით იცვლებოდეს ხელისუფლებები და ესაა კონსტიტუცია.
კონსტიტუცია არაა თქვენი პარტიის ცხოვრების წესი და მომავლის დოკუმენტი, კონსტიტუცია არის ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური თამაშის წესი. აქ თქვენ არ გაქვთ უფლება, აიღოთ კონსტიტუცია და თქვენს თავზე მოარგოთ . ყოველი თქვენგანი სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე, რომ თქვენ აზიანებთ ქვეყანას. თქვენ შემოგვთავაზეთ ამ ჩიხიდან გამოსვლის ბევრი შესაძლებლობა, რადიკალური პოზიციის მქონე ოპოზიციური პარტიები შევჯერდით, კონსესუსი ვიპოვეთ, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო იყო. ჩვენ შემოგთავაზეთ პლებისციტი, რომ თუ ვერ შევჯერდებით პოლიტიკურ პროცესში, მოდით, ვკითხოთ ხალხს. თქვენ ვენეციის კომისიამ შემოგთავაზათ უამრავი მნიშვნელოვანი შენიშვნა, პრეზიდენტმა მოახერხა და განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზათ გამოსავალი. ეს ყველაფერი არ გაინტერესებთ. ერთადერთი გაინტერესებთ, რომ ჩაებღაუჭოთ ხელისუფლებას, რაც არ გამოგივათ, ჩამობღაუჭება სწორედ თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. მოკლედ გეტყვით, თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და თქვენ იმსახურებთ, რომ ამ დროს დარჩეთ ამ ფარსში მარტო. „ევროპული საქართველო“ ტოვებს ამ სხდომას“, -თქვა ხოშტარიამ.
სხდომა 2 საათზე დაიწყო. დღეს მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ საკონსტოტუციო ცვლილებათა კანონპროექტს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


