პოლიტიკა
თქვენი თავის ტკივილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ „ქართუ ბანკზე“ უფრო ძლიერია „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“! - ნინო ბურჯანაძე
„ბატონო ბიძინა, თქვენ ის უფრო გაწუხებთ, რომ „ქართუ ბანკზე“ უფრო ძლიერია „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“! მე მგონი, თქვენი თავის ტკივილის მთავარი პრობლემა ეს არის!“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.
ბურჯანაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტზე თითქმის სამი წელი იმყოფებოდა და მას ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ბიძინა ივანიშვილის, ასევე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ჰქონდა, ამდენად, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაცაა.
„ბანკებმა რომ ქვეყანა შეჭამეს – ეს თურმე კვირიკაშვილის ბრალი იყო და ამდენს ხანს რატომ არ მოვთხოვეთ პასუხი?! თუ ბატონო ბიძინა, თქვენ ის უფრო გაწუხებთ, რომ „ქართუ ბანკზე“ უფრო ძლიერია „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“?! მე მგონი, თქვენი თავის ტკივილის მთავარი პრობლემა ეს არის! მე ბანკები არაერთგზის გამიკრიტიკებია, ძალიან ცუდია, რომ ბანკების ხელში ამდენი ძალაუფლებაა, მაგრამ ყველა თქვენს თანამდებობის პირს რომ თქვენი ბანკიდან აქვს ვალი და თქვენს ჯიბეზეა ჩამოკიდებული, ეს ნორმალურია?! არც ეს არ არის ნორმალური, ნამდვილად! ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ამას ყველაფერს მოაგვარებს და რომლის თავის ტკივილი და გვემა ის კი არ იქნება, რომ „ქართუ ბანკი“ არის მესამე ადგილზე, არამედ ის რომ ქვეყანას მართლაც ნორმალური საბანკო სისტემა ჰქონდეს და ხალხი ვალებში არ იხრჩობოდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გუშინ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ორ ბანკთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„მე პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ამ ფონზე რომ „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებელი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


