საზოგადოება
თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი - ილია მეორე
„ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი“,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.
„41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მე მუდამ ვგრძნობდი თქვენ დახმარებას და ლოცვა-კუთხევას. ლოცვა-კურთხევა ღვთისა თანამავალი იყო ყოველგან, სადაც კი ვიყავი „წყალობა შენი უფალო, თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა“. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშაა, ღმერთი აძლევს ჯვარს და იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი. ჩვენი ერი მოსიყვარულე ერია, თქვენი სიყვარული, რომ არ ყოფილიყო მე ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, დიდება და მადლობა ღმერთს“, - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქს აღსაყდრებიდან 41 წლის იუბილე მეუფე შიომ მიულოცა და სპეციალური სიტყვით წმინდა სინოდის სახელით მიმართა. მიტროპოლიტმა პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხდა დიდი სულიერი ღვაწლისთვის.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


