სამართალი
თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, მე უკანონოდ ვარ ციხეში - ანატოლი გიგაური
"თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. მე უკანონოდ ვარ ციხეში" - ასე მიმართა სინდისის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა სასამართლოს და განსასჯელის სკამიდან პროკურატურის წარმომადგენელს პირდაპირ უთხრა, რომ ხალხის ციხეში გაშვების ბრძანება "ზემდგომებისგან" აქვს დავალებული.
„მე ვარ პოლიტიკური მდგენელისგან მოთავსებული იზოლატორში და ჩვენ გვაქვს პროკურატურა, რომელიც მისი ზემდგომის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ნახევარ საქართველოს ციხეში გაუშვებს. თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. მე უკანონოდ ვარ ციხეში. მე არავისზე მიძალადია“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.
სინდისის პატიმარს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ასამართლებენ, დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვლა და კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურორი, თამარ იაკობიძე ამტკიცებდა, რომ ანატოლი გიგაური თავს დაესხა პატრულ-ინსპექტორ ვახტანგ გაბუნიას, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. პროკურორის თქმით, გიგაურმა პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ხელი დაარტყა ყურისა და სახის არეში, რა დროსაც გაბუნიამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. პროკურორის თქმით, საქმეზე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცებულებებით, გიგაურის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოლოდინი არ აქვს, თუმცა, ახალი გარემოება რაც ბრალდების მხარეს საფუძვლად უდევს, ბუნებაში ვერ იარსებებს, კერძოდ ის, რომ გიგაური ახალ დანაშაულს ჩაიდენს ან მიიმალება. ადვოკატის თქმით, ბრალდებულის წარსული არ არის დაკავშირებული კრიმინალთან და არ არის ნასამართლევი, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


