პოლიტიკა
თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებასა და ეგოიზმს ასხივებთ - გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს
„თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებასა და ეგოიზმს ასხივებთ“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ მიხეილ სააკაშვილს.
უგულავას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების გამგრძელებელი განსხვავებით იმ მლიქვნელი ოპორტუნისტებისა, რომლითაც დღეს სავსეა „ნაციონალური მოძრაობა“.
„ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ წარმოგადგენთ თქვენ. ეს მართალია. თუ რამე ერთმანეთისგან გვისწავლია, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ მადლობას გეტყვით. ხეზე ასვლა რომ გცოდნოდათ, უკვე ჩამოხვიდოდით. „ტურფა საბაღნარო" თქვენ მიატოვეთ, ეს ფაქტია და კარგია, რომ ეს კომპლექსი გაწუხებთ. კიდევ დიდი ხანი შეგაწუხებთ, რადგან იცით, რომ ფატალური შეცდომა დაუშვით, როცა ბრძოლის ველი მიატოვეთ. კიდევ ერთხელ, ნამდვილად არ არის ბაქრაძე თქვენი კანდიდატი. ჩვენ მხოლოდ წარსული გვაერთიანებს. დღეს, როცა თქვენ ინაშვილ-კორკოტას იდეებს ახმოვანებთ, თქვენ და თქვენი კანდიდატი ევროპისა და ნატო-ს მიმართ სკეფსის აღვივებთ, სიბნელეს უარესი სიბნელით ებრძვით, ამით მხოლოდ ანადგურებთ იმ რეფორმებს, რითაც ამ ქოციანობა-ჟამიანობისას ჯერ კიდევ სული უდგას ჩვენს ქვეყანას. თქვენი ყოველი გამოჩენა ცისფერ ეკრანებზე ივანიშვილის გაბანკროტებული რეჟიმის მაშველი რგოლია, რადგან მხოლოდ შურისძიებასა და ეგოიზმს ასხივებთ. დიახ, დღეს ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვართ „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა და რეფორმების საქმის გამგრძელებელი და არა ის მლიქვნელი ოპორტუნისტები, რომლითაც სავსეა დღეს თქვენი პარტიის ხელმძღვანელობა. და, წარსული ურთიერთობის ხათრით, ერთი რჩევაც - დაიმახსოვრეთ, ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის სამუდამოდ დაკარგავს მას. ისტორიას კი გაუთავებელ „მე, მე, მე, მე“-ს შემოუნახავთ, როგორც ექსპონატს ადამიანური და პოლიტიკური დეგრადაციის“, - მიმართა უგულავამ სააკაშვილს სოციალურ ქსელში.
უგულავამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაქმოვეყნებული მიმართვით უპასუხა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ ევროპული საქართველო“ მიხეილ სააკაშვილს არ წარმოადგენს. ყოფილმა პრეზიდენტმა დაწერა, მას „ევროპული საქართველოსთვის“ ხეზე ასვლა არ უსწავლებია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


