პოლიტიკა
თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი, ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება - სერგო რატიანი
„თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ქუთაისში ბოლო სხდომის ჩატარებას.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„6 წლის განმავლობაში ვიცავდით იმ პრინციპს და იმ ჩანაწერს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი. სწორედ ეს იყო განახლების, მომავლის, თანამედროვე საქართველოს სიმბოლო. თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა, ვფიქრობ, არის უკან წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება. ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში, იქვე უნდა გადაირბინოს და იქვე მოაყომაროს მთელი ქვეყნის ბედი. ასევე, ეს არის სიმბოლო, როდესაც გვაქვს, მაგალითად, ხუთოთახიან ბინა, გვინდა, რომ შევიყუჟოთ და ერთ ოთახში ვიცხოვროთ. ამიტომ ჩემთვის მძიმეა ის, რომ ეს არის დროებით გამომშვიდობება მომავლის საქართველოსთან“, - განაცხადა რატიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


