საზოგადოება
თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში - მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და მნიშვნელოვანი უწოდა კონფერენციას, სადაც ორი დღის განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მოხდება.
„თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ უანგაროდ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვანს - ჩვენს ბავშვებს და მათ მომავალს.
დაანონსებული რეფორმის ფარგლებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, კიდევ უფრო ეფექტური გახდეს და თქვენი პროფესია უფრო მეტად იყოს დაფასებული.
დღევანდელი მეექვსე კონფერენცია ეძღვნება „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს,“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდება საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, ამასთან, გაიზარდა მასშტაბები, რადგან კონფერენციაში საერთაშორისო ექსპერტებიც მონაწილეობენ“ - განაცხადა მინისტრმა და სამინისტროს სახელით, მასწავლებელს სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავას, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის ყოფნა მიულოცა, რაც მინისტრის თქმით, ძალიან საამაყოა.
სახელწოდებით „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას ორი დღის განმავლობაში გამართავს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


