პოლიტიკა
თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი სუბელიანისა და ფარცხალაძის მიერ - ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს
გუშინ „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრები დაუცველები არიან, რადგან „ფარცხალაძე-სუბელიანების ტყვეობაში“ იმყოფებიან.
მელიას გამოსვლის დროს რამდენჯერმე შეაწყვეტინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„მოვიტყუები და არ ვიქნები გულწრფელი, თუ ვიტყვი, რომ მქონდა რაიმე სხვა მოლოდინი, რომ მოვისმენდი თქვენგან, ბატონი პარლამენტის თავმჯდომარისგან იმას, რისი მოსმენაც უნდა საზოგადოებას. მაგრამ შესაძლებელია ქვეყანაში არსებობს რაღაც ჯგუფი ადამიანების, რომელსაც ჰქონდა მოლოდინი, რომ ერთი დღით მაინც გამოხვიდოდით ვიწროპარტიული ინტერესებიდან, ამ „ქართული ოცნების“ როლიდან და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებდით განცხადებას. მაგრამ ამ ადამიანებსაც გაუცრუვდათ იმედი. მე არ გამტყუნებთ, არ გამტყუნებთ არცერთ თქვენგანს, ვინც აქ ხართ, იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ არანაირი ბერკეტიც არ გაქვთ, რომ გავლენა მაოხდინოთ არაფორმალურ დაჯგუფებებზე, რომლებიც მართავს ქვეყანას. გულახდილად გეუბნებით. არ გაქვთ უბრალოდ და მოვიტყუებ, რომ ან ბატონ მდინარაძეს, ან ნებისმიერ ადამიანს ვუთხრა, წადი და გაურჩიე საქმე ფარცხალაძეს ან სუბელიანს.
ხალხნო, გუშინდელი ჩანაწერები თუ კიდევ არ არის იმის დამადასტურებელი, რომ ამ ქვეყანას არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები მართავს, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან მინისტრებთან, სუბარი, განსაკუთრებით და გახარია, ამისი თუ არ გჯერათ, რაზე უნდა ვისაუბროთ? არ მინდა თქვენთან ჩხუბი და მუშტი-კრივს ხომ არ გავმართავთ, ხალხნო?
აბსოლუტურად მოწყვეტილი ხართ რეალობას. ზაზა სარალიძის შვილის მკვლელი დღემდე დასჯილი რატომ არ არის, ეს ვერ გავიგეთ გუშინდელი ჩანაწერებიდან? ერთი თვე, დაახლოებით, ათენებს და აღამებს რუსთაველის გამზირზე, ხალხნო, მამები ხო ვართ, დედებიც ვართ, დასჯილი ხომ არ არის? 2012 წელს არაერთხელ მითქვამს, ნაციონალური მოძრაობა იმიტომ არ უნდოდა საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ უნდოდა უკეთესი და არა უარესი, და წარმატებები რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, უნდა გაგერძელებინათ და არ უნდა გაგეათმაგებინათ გადაცდომები. რეალურად სახელმწიფო ჩააბარეთ ფარცხალაძეს, სუბელიანებსა და ა.შ..
ან როგორ საუბრობთ იმაზე, შეგრცხვეთ მაინც , იმ ხალხს, ვისაც აკრიტიკებთ, ნაწილი თქვენს გუნდშია , მათ შორის, ამ დარბაზშია, ნაციონალური მოძრაობის ადამიანები. მართლა არ გრცხვეიათ, ხალხნო? კანონიერი ქურდი, ავალიანი, აწ გარდაცვლილი, რომ ჰყავდა შეყვანილი და აწამებდა, ეს ვერ მოვისმინეთ? ხომ არ გაგახსენდათ ასეთ შემთხვევაში გვარი თათუხაშვილი? არ უკავშირებთ?
მე მეგონა, აქ დადგებოდა საკითხი, რომ მთავრობის ნდობის საკითხს დააყენებდით ხვალ. თქვენ არ გაქვთ მართვის ბერკეტები, თქვენ გაქვთ ბერკეტები, რომ ფული იშოვოთ და სასახლეები ააშენოთ, მაგრამ ბერკეტი რომ ფარცხალაძეს მიუთითოთ და კონტროლში მოაქციოთ, ეს გამორიცხულია, ამას თქვენ ვერ შეძლებთ. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, გულწრფელად გეუბნებით, თქვენ ხართ ტყვეობაში აყვანილი სუბელიანისა და ფარცხალაძის მიერ. ნებისმიერი ოპოზიციის წევრი უფრო დაცულია ვიდრე ხართ თქვენ. რატომ, იცით? იმათ რამეს თუ დაუშავებს ან ფარცხალაძე ან სუბელიანი, ისინი რაღაცნაირად მოაღწევენ ჩვენამდე და ჩვენ გვეტყვიან ამ ამბავს და ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება. მაგრამ შიდაგარჩევებს როდესაც აქვს ადგილი, თქვენი გუნდის ფარგლებში, თქვენი გუნდის წევრები არ მოვლენ და არ გვეტყვიან, რომ ფარცხალაძემ ჩამაგდო სარდაფში, მცემა, გამხადა, მაწამა და ა.შ.. ამას. მართლა დაუცველები ხართ, გაემიჯნეთ დროზე ფარცხალაძეებსა და სუბელიანებს, უდიდესი ზვავი დაგეცათ გუშინ. პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული ამ ქვეყნის მართვაზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


