პოლიტიკა
თქვენ გჯერათ, რომ 21 ოქტომბერს, თუ ამათ გაიმარჯვეს, რამე შეიცვცლება? - ფრაქცია ენმ-ის წევრი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს ბიუროს სხდომიდან ძალით გაიყვანეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს ბიუროს სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მან გააპროტესტა საკრებულოს უმრავლესობუს გადაწყვეტილება, დაამტკიცოს დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 2 კომპანიისთვის პუშკინის სკვერთან და თაბორის მთაზე მდებარე ტერიტორიების გადაცემის საკითხი.
„გამომდინარე იქიდან, რომ ენმ-ს გვქონდა დაყენებული დღის წესრიგიდან ამ ორი საკითხის ამოღება, უარყოფითი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან მათ აქვთ ბრძანება , რომ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი გზით ერთ ლარად დაუკანონონ თბილისელების ქონება. ჩვენ გვინდოდა საკრებულოს თავმჯდომარესთან მისვლა და დალაპარაკება ამ საკითხზე, მაგრამ მერიის უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ მოყვანილი ზონდერები საკრებულოს თავმჯდომარესტან მისვლა არ გვაცალეს და საკრებულოს დეპუტატები გამოგვაძევეს საკრებულოს შენობიდან. აი, ეს არის მათი სახე, აი, ამას კადრულობს ბიძინა ივანიშვილი, მზად არის, საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის , რომ ერთ ლარად თბილისელებს წააგლიჯოს ქონება. ყველა დანაშაულზე წავიდეს და ხალხო, კიდევ გაქვთ ამის იმედი, რომ რამეს გააკეთებს ეს ადამიანი? თქვენ გჯერათ, რომ 21 ოქტომბერს, თუ ამათ გაიმარჯვეს, რამე შეიცვცლება? ესაა მათი სახე. მათ დაარღვიეს კანონი, დაარვიეს რეგლამენტი“, - განაცხადა ნადირაძემ.
საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ მოითხოვა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ამოიღოს ეს თემა. ასევე მათ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილისგან მოიხოვეს იმის გარკვევა, რატომ გახდა საჭირო სხდომის დახურვა პარლამენტარებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის და რატომ იმყოფებიან შენობაში სუს-ის თანამშრომლები.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


