პოლიტიკა
თქვენ გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი, იმ კაცს შეეშვით! - ალეკო ელისაშვილი
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს, დღეისთვის, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციას თავად გაუძღვეს. ელისაშვილმა ასევე მიმართა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ აქტივისტებს, რომ მათ სარალიძის ტრაგედია არ გამოიყენონ პირადი ინტერესებისთვის.
„დიდი პატივისცემით მივმართავ ზაზა სარალიძეს - ბატონო ზაზა, გთხოვთ, დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ! ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანსა და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიისა და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.
რ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად! გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების! გუშინ პირადადაც დაგიდასტურეთ პატივისცემა და მხარდაჭერა, ახლაც ვადასტურებ. ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგუწლრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას. ხომ დარწმუნდით, რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა ?! ეს რომ ასე დარჩეს, თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავასა და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებს მოგმართავთ - ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია. თქვენ გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი, იმ კაცს შეეშვით !“, - დაწერა ელისაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისის პარლამენტთან დღეს, 16 საათზე განახლდება. სარალიძემ მხარდამჭერების ნაწილთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაატარა. ისინი პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.
აქცია გუშინ მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო. ზაზა სარალიძის თავდაპირველი მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა იყო, ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების დაჭერა და გასამართლება. მას შემდეგ, რაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, აქცია გადაინაცვლა რუსთაველზე. სარალიძის სოლიდარობის მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სარალიძემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.
პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
გუშინვე პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


