პოლიტიკა
თქვენ გადაწყვიტეთ, თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ - ჟან-კლოდ იუნკერი
თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველომ თავისი მომავალი დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები გაითავისა.
„ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს, ამ ძალიან ემოციურ ღონისძიებაში მონაწილეობა. დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ მიაღწიეთ ამას. მინდა ვთქვა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე საქართველომ ის გადაწყვეტილება და სულისკვეთება გააძლიერა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულ დონეზე იქნა მიღებული და საბოლოოდ მან თანამედროვე ბილიკზე დაიწყო სვლა. ქვეყანამ თავისი მომავალი დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არ არის მხოლოდ მისწრაფება, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი და თავდადებული მოღვაწეობის შედეგი. დემოკრატია გახლავთ ის გზა, რომელსაც ქართველმა ერმა უპირატესობა 1918 წელს მიანიჭა. ეს სულისკვეთება დღესაც განსაზღვრავს თქვენი ქვეყნის მომავალს,“ - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


