პოლიტიკა
თქვენ ბედნიერი მშობლები ხართ, თქვენი შვილები ანგელოზები არიანო - რა უთხრა, პატრიარქმა ქალს, რომელმაც 2 შვილი დაკარგა (ვიდეო)
ქალბატონმა, რომელმაც 1987 წელს ხანძრის შედეგად 2 შვილი დაკარგა, პატრიარქთან მისი შეხვედრის ისტორია გაიხსენა.
როგორც შვილგარდაცვლილმა დედამ ტელეკომპანია ,,პირველის“ გადაცემაში ,,რეაქცია“ სტუმრობისას თქვა, პატრიარქი თავად ესტუმრა ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მას და მის მეუღლეს.
,,მუხლებთან დავემხე და შველა ვთხოვე. მისმა უწმინდესობამ ფრთხილად წამომაყენა და თანმხლებ მოძღვარს თვალით ანიშნა, რომ პანაშვიდი გადაეხადა . როდესაც საეკლესიო წესი შესრულდა, მისმა უწმინდესობამ ასეთი რამ ბრძანა: თქვენ ბედნიერი მშობლები ხართო, თქვენი შვილები ანგელოზები არიანო. ასეთ უბედურებას დედამიწაზე ღმერთი არ მოაწევდაო. ეტყობა, თქვენი შვილები ძალიან დასჭირდა ღმერთსო და ისინი არამარტო თქვენო, არამედ ბევრსაც გადაარჩენენო. ,,მე და ბედნიერი?!“ - გონებით ვიფიქრე ასე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, გულით ყველაფერი ვიწამე და დამეუფლა საოცარი სიმშვიდე. ეს რამდენიმე წინადადება გახდა ჩემი შემდგომი ცხოვრების სულიერი საზრდო“, - თქვა შვილგარდაცვლილმა დედამ.
მისი თქმით, პატრიარქმა შვილგარდაცვლილი დედებისთვის საგანგებო წირვა დანიშნა სიონის საკათედრო ტაძარში, რომელიც უკვე 27 წელია სრულდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


