უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივლისი, 2025 23:13
font-size

თორნიკე რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას - გია ხუხაშვილი

თორნიკე რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის თორნიკე რიჟვაძის წერილი საბრალდებო დასკვნაა.

“თორნიკე რიჟვაძის წერილი არის საბრალდებო დასკვნა ხელისუფლებისთვის. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ბრალს სდებს ნარკობიზნესში ყოფნის გამო, კორუფციული გარიგებების გამო და ხელისუფლება რა ფორმით აკეთებდა ამას, ხელსუფლება იცნობს ერთადერთ ფორმას - ბრალის წაყენებასა და გასამართლებას და თუ ეს ხდება არაფორმალურად, ეს უკვე არის კრიმინალური გარჩევა და მეტი არაფერი. ფაქტობრივად, რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, ანუ კანონს მიღმა გარჩევას, რასაც ასეთი ტრაგიკული შედეგი მოჰყვა”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა და ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავება ერთმანეთს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ორივეს მიმართ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს, რაც, მისი აზრით, დიდ ფულს უნდა უკავშირდებოდეს.

“ჩემი ვერსია არის ძალიან მარტივი - ამათ, ყველას, გარკვეულ წრეს ფულს სთხოვენ, თუ არა და პრობლემები ექნებათ. მე ვფიქრობ, რომ გიორგი რამიშვილის საქმეც ამ სისტემური, შიდა შეტევის ნაწილია იმიტომ, რომ აეროპორტში გიორგი რამიშვილის იარაღის უკანონო ტარების საქმეზე დაპატიმრება ძალიან აბსურდული თემაა. ბუნებრივია, ის არ ილაპარაკებს და არ იტყვის, რომ ჩაუდეს. მე ვფიქრობ, რომ ის, უბრალოდ, საზღვარზე არ გაუშვეს და აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ისიც ამ “სალაროს შევსების” კომბინაციის ნაწილი გახდა პირდაპირ ან ირიბად. შეიძლება, თვითონ არ არის ამ საქმის ფიგურანტი, მაგრამ მისი წრიდან ვიღაცაზე მიმდინარეობს შეტევა და ის მოჰყვა ამ საქმეში”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი