პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის - გიორგი მარგველაშვილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „TV 25“-ის ეთერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბრისას.
„მიუღებელი რიჟვაძის კანდიდატურა ნამდვილად არ არის. რას გავაკეთებ, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, მაგრამ კითხვაზე გპასუხობთ, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აჭარაში მიმდინარე პროცესებში საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მე გუშინ არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა პარტიის წარმომადგენელს ვესაუბრე, რომელიც უმაღლეს საბჭოში დეპუტატების სახითაა წარმოდგენილი. მე შევეცადე და ვცდილობ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჭარაში მიმდინარეობს, იყოს საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების მაქსიმალურად ჩამრთველი და შემკრები პროცესი. იმედი მაქვს, რომ ეს გამომდის.
კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მე უნდა წარვადგინო რეგიონის ხელმძღვანელის კანდიდატურა და ეს საზოგადოებასთან მაქსიმალური კონსულტაციების გზით უნდა განხორციელდეს. ეს კონსულტაციები ახლაც გრძელდება. მე იმედი მაქვს, შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო იქნება და გარკვეულწილად გააღრმავებს იმ დადებით პროცესებს, რომლებიც რეგიონში ხორციელდებოდა ან იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომელიც რეგიონს ნამდვილად აქვს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


