საზოგადოება
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში - „Foodex Japan 2025", ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფანცულაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა დაესწრნენ.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართველ მეწარმეებს, აწარმოონ უფრო მეტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქცია, მოახდინონ ბაზრების დივერსიფიცირება და გაზარდონ საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობები.
ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსის“, „აგროლეინის“, „აგროლაინისა“ და „ჯეოფლაუერსის“ სტენდები.
გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული კომპანიების წარმოებულ პროდუქციას: ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიებმა გამოფენის მონაწილეებისა და ვიზიტორების ინტერესი დაიმსახურეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ.
„Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას 70,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2900 კომპანიამ 70 ქვეყნიდან. „Foodex Japan 2025” 11-14 მარტს გაიმართა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


