პოლიტიკა
ტოკიოს მერმა სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟა
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს მერმა იურიკო კოიკემ სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში, იურიკო კოიკემ დაწერა, რომ ტოკიოს მოსახლეობისგან მანდატი 2016 წელს მიიღო და როგორც ქალი ლიდერი, სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს უსურვებს.
„ტოკიოში თქვენი ქვეყნის საელჩოს საშუალებით, ტოკიოს მთავრობა საქართველოსთან კავშირების გაძლიერებაზე მუშაობს. საქართველოს მიმართ ინტერესი გაძლიერებულია ორი ქვეყნის საელჩოს მიერ ინიცირებული „გლობალური მეგობრობის პროექტის“ შესაბამისად, რომელიც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების წარმატებისთვის ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, ტოკიოს 40 სკოლაში საქართველოს კულტურასა და ისტორიას სწავლობენ. ასევე, შემდეგ წელს იაპონია უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ველი, რომ გიმასპინძლოთ თქვენ და ქართველ ხალხს, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სურვილები თქვენს ჯანმრთელობასა და საქართველოს მომავალ აყვავებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ტოკიოს მერის წერილში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


