პოლიტიკა
ტყიბულის შახტის დირექტორი ახორციელებს ზეწოლას მეშახტეებზე, რათა მათ სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტყიბულ მეშახტეებს მიმართა და განაცხადა, რომ შახტის მფლობელები მეშახტეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
„მინდა, მივმართო ტყიბულელ მეშახტეებს. მე გავიგე, რომ შახტის დირექტორი ახორციელებს ზეწოლას თანამშრომლებზე, რათა მათ ხმა მისცენ საქართველოს მოღალატე და მავნებელ, საქართველოს ეკონომიკის ამომძირკველ, გამაპარტახებელ, ქართველი ხალხის გამატყავებელ ხელისუფლებას ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მოხდა ისე, რომ ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარე ზემო იმერეთში და ჩემი ბევრი ნათესავი, მეზობელი, ნაცნობი იყო მაღაროელი და ვიცი, რა მძიმე შრომაა ეს. თქვენ ატარებთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მიწის ქვეშ, ამოდიხართ და იქ კიდევ გაძალებენ, თავს არ გაწევინებენ, გეუბნებიან, თუ ვის მისცეთ ხმა.
თქვენი შახტის მფლობელები იმის მაგივრად, რომ ფულს დებდნენ უსაფრთხოებაში, მიაქვთ „ატკატები“ მთავრობაში და ამ „ატკატებით“ შენდება სესიაშვილის, ფარცხალაძის, ბესელიას, ივანიშვილის ნათესავების სასახლეები, თქვენ კი გიგდებენ კაპიკებს და უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დაგვეღუპა იმის გამო, რომ ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული.
და ამ ყველაფრის ფონზე, მფლობელი დავით ბეჟუაშვილი მთავრობის მითითებით ეუბნება თავის მიერ დანიშნულ დირექტორს, რომ თქვენ დაგაძალოთ ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა. ისინი გატყუებენ, რომ გეუბნებიან, ხმა თუ არ მიეცით, შახტა დაიხურება, მთავრობა ხომ რჩებაო.
მთავრობა არ რჩება. როგორც კი ისინი წააგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში მოვა კოალიციური, სახალხო ნდობით აღჭურვილი მთავრობა. შახტები არა მხოლოდ არ დაიხურება, ხელფასები მოგემატებათ, უსაფრთხოების ნორმები იქნება ისეთი, როგორიც არის ამერიკასა და ევროპაში. ვერავინ ვეღარ დაგჩაგრავთ, ჩვენ თქვენ თავს არავის არ დავაჩაგრინებთ , იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, როგორი ღირსეული და პატრიოტი ხალხი მუშაობს ტყიბულში. მე მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის არჩევნების პირველ ტურში. მეორე ტურში საბოლოოდ უნდა გავცეთ პასუხი იმ ხალხს, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა საქართველო და მათ შორის თითოეული თქვენგანის ოჯახი. ცოტა კიდე გაძელით, ძმებო. ყველაფერი მაგრად იქნება. აი, ნახავთ, ყველაფერს მივხედავთ, მოგხედავთ და საქართველო დადგება ფეხზე“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ატვირთა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


