პოლიტიკა
ტყიბულელი მეშახტეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ - ტყიბულის მერის თქმით, მათი მოთხოვნები შესრულდება
ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილებმა მოითხოვეს, შეიცვალოს კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაცია. მეშახტეების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს არ შეწყვეტენ.
„მოვითხოვთ, თანამდებობა დატოვოს კომპანიის ხელმძღავანელობამ, პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე, ვინც ტყიბული ძაძებით შემოსილ ქალაქად აქცია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ქალაქში გააჩერონ მუშაობა და შემოგვიერთდნენ. ქალაქის პარალიზება უნდა მოხდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაგონოთ ჩვენი ხმა ვისაც საჭიროა. ასევე ვითხოვთ, მაქსიმალურად გაკონტროლდეს უსაფრთხოების ნორმები“, – თქვა ხვიჩა გაბუნიამ.
აქციის მონაწილეებმა ერთი კვირის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის გარდა ასევე მოითხოვეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შესაფასებლად და ამ პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა, ასევე სამუშაო ობიექტების მოდერნიზება.
ასევე მეშახტეებმა განაცხადეს, რომ სურთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა პროფკავშირის, „საქნახშირის“ ადმინისტრაციისა, მეშახტეების დაკომპლექტებული ჯგუფისა და მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასევე დოკუმენტის შექმნა, რომლითაც დაკმაყოფილდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა.
აქციაზე მივიდა ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, რომლის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა „საქნახშირის“ დირექტორ ჯამბულ ჯაყელს. ჯაყელმა განუცხადა ქალაქის თავს, რომ მეშახტეთა მოთხოვნები დღეს დაკმაყოფილდება და აქციის მონაწილეტა მიერ დასახელებული ყველა თანამდებობის პირი გათავისუფლდება თანამდებობებიდან.
ერთი კვირის წინ მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა. შსს-ის გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
შსს გამოძიებას სსსკ-ის 240-ე მუხლიდ მეორე ნაწილით აწარმოებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


