უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2018 16:50
font-size

თხოვნა იყო, რომ უფრო მეტი ლმობიერება გამოვიჩინოთ ირანელი ტურისტების და განსაკუთრებით ქალბატონების მიმართ - საქართველოს ელჩი ირანში

ირანულ მხარეს მიაჩნდა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ირანელი არ შემოუშვეს, თუმცა სტატისტიკა სულ სხვას მეტყველებს, – განაცხადა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, იოსებ ჩახვაშვილმა.

მისი თქმით, მარტო ნოემბრის თვეში საქართველოს საზღვარზე დაახლოებით 17 ათასი ირანელი შემოვიდა.

„აქედან მხოლოდ 425 კაცი არ იქნა დაშვებული საქართველოში. ეს პროცენტულად დაბალი რიცხვია. უნდა გითხრათ, რომ ეს განმარტება მიეცა ირანულ მხარეს, რადგან სტატისტიკა სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი. მაგრამ არის პრობლემები, მათ შორის ირანელთა მხრიდან.

მოგეხსენებათ, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი შემოვიდა საქართველოში, რასაც ირანის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მომავალი თანამშრომლობა სასაზღვრო უწყებებს შორის დადებითად წაადგება ამ პრობლემის გადაჭრას.

ირანის მხარე ყოველთვის უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მხარეს და ჩვენს მესაზღვრეებს აქვს სუვერენული უფლება, რომ მოიქცნენ კანონის სრული დაცვით და მიიღონ გადაწყვეტილება საზღვარზე შემოშვება ან არშემოშვებასთან დაკავშირებით. მაგრამ მათი თხოვნა იყო, რომ უფრო მეტი ლმობიერება გამოვიჩინოთ ირანელი ტურისტების და განსაკუთრებით ქალბატონების მიმართ“, - განაცხადა ელჩმა თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, ირანსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმებით, ირანის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ელჩის ინფორმაციით, ყოველწლიურად მათი რიცხვი 350 ათას ადამიანს შეადგენს.

„ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ირანელ მოქალაქეთა ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე 45 დღით, მაგრამ როდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო, მაშინ ეს გაკეთდა თავისუფალი მიმოსვლისთვის და ტურიზმის წასახალისებლად. შედეგი სახეზე გვაქვს – ტურიზმი წახალისებულია და დიდი რაოდენობა ირანელებისა შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ როდესაც 45 დღიან ვადას იყენებენ სხვა მიზნებისათვის, ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს. ეს საკითხები დასარეგულირებელია და იმედია, ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ეს ხარვეზიც აღმოიფხვრება“,-აღნიშნა იოსებ ჩახვაშვილმა.

მისივე თქმით, თემის ირგვლივ მაღალი დონის შეხვედრები უკვე შედგა და ირანული მხარე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ყველა კონკრეტული შემთხვევა განიხილება ორმხრივ ფორმატში. მოლაპარაკებების შედეგად იქნება გამოკვლეული და მომავალში გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება. ირანის ელჩმა გამოთქვა სურვილი თანამშრომლობისათვის. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები ორმხრივ ფორმატში, მათ შორის ირანის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, ვადები და შეხვედრის ადგილი დადგინდება და ყველა საკითხი, რომელიც წარმოიშვება მხარეებს შორის, გადაიჭრება ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე“, – განაცხადა ელჩმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი