პოლიტიკა
თინა ხიდაშელი პროკურატურის გამოძიებაზე: `ქართული ოცნების` მხრიდან, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული, აღვირახსნილი კამპანია `ჩანერგილი ჯაშუშების` გამოსავლენად
დღეს საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება “საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე" სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების თაობაზე მორიგ გამოძიებად ჩაითვლებოდა, რომ არა "ქართული ოცნების" მხრიდან, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული, აღვირახსნილი კამპანია "ჩანერგილი ჯაშუშების" გამოსავლენად,- განაცხადა „სამოქალაქო იდეას“ ხელმძღვანელმა, თინა ხიდაშელმა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის ინფორმაციას, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
„პროკურატურის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებს ერთი პოლიტიკური პარტია მთლიან სამართალდამცავ სისტემას პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ეს ნათლად მიანიშნებს დაშინებისა და შევიწროვების ახალი ტალღის დაწყებაზე. „ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა არ არის საკმარისი საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად, ვერც ე.წ. პარლამენტის მიერ ყოველდღიურად ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს გაბრაზებულ ადამიანებს.
სწორედ ამიტომ, შემოგვთავაზეს რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ აბსურდული ბრალდებების საფუძველი, დიქტატურის დამყარების პროცესში მყოფი რუსული ძალისგან არაფერია გამორიცხული, ვინაიდან სამშობლოს სიყვარულისთვის, რამდენიმე ათეული ჩვენი თანამებრძოლი უკვე იმყოფებa საპატიმროებში.
პროკურატურის შეთითხნილი ბრალდებების არავის ეშინია!
ყველა მსგავი ქმედება, კიდევ უფრო მეტად ადასტურებს ჩვენი ბრძოლის არა მხოლოდ სამართლიანობას, არამედ, აუცილებლობას, რომ არ დავკარგოთ სამშობლო და გასული საუკუნის ოციანი წლების 25 თებერვლის ტრაგედია კიდევ ერთხელ რომ არ დატრიალდეს საქართველოში,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


