პოლიტიკა
ტიბეტში ვიყავი, დალაი-ლამას შევხვდი - ზვიად კუპრავა თბილისში ჩამოფრინდა
თბილისის პარლამენტთან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის #ნუმომკლავ ერთ-ერთი ორგანოზატორი ზვიად კუპრავა კიევის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.
კუპრავამ აღნიშნა, რომ ტრანზიტული რეისით ჩამოფრინდა, თუმცა კიევში არ ყოფილა.
ჟურნალისტებთან კუპრავამ იხუმრა, რომ ტიბეტში იყო დალაი-ლამასთან შესახვედრად.
მას არ დაუკონკრეტებია, ევროპის რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა.
„ტიბეტში ვიყავი, დალაი-ლამას შევხვდი და მისივე თხოვნით, სათავეში ვუდგები იქაური მემანქანეების გაფიცვას. კიევში არ ვიყავი, ტრანზიტით ვიყავი მხოლოდ კიევში, უკრაინის საზღვარი არ გადამიკვეთავს, უკრაინაში ვიყავი მხოლოდ ნეიტრალურ ზონაში, ვინაიდან თვითმფრინავს ველოდებოდი. ევროპაში ვიყავი, მაგრამ ამსტერდამში – არა“, – განაცხადა კუპრავამ.
შეკითხვას, შეხვდა თუ არა ის უცხოეთში მყოფ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებს, კუპრავამ აღნიშნა, რომ არ ადასტურებს ამ ცნობებს და დეტალებზე რუსთაველზე ისაუბრებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


