სამართალი
თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილების შესახებ საჩივარს სააპელაციო სასამართლოში დღეს განიხილავენ
სააპელაციო სასამართლო თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
საუბარია, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, თიანეთის ოლქში მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა და გუშინ ოფიციალურად დარეგისტრირდა.
საქმის განხილვა დღეს, 15:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მე-20 უბნის კენჭისყრის სრულად გაბათილებას ითხოვს.
„სახეზე გვაქვს ორი სხვადასხვა შედეგი და გაურკვეველი და ბუნდოვანია, თუ რომელი შედეგი უნდა მივიღოთ ჩვენ სარწმუნოდ იმისთვის, რომ ჩვენ დავადგინოთ, რომ ამომრჩევლის ნება ნამდვილად იყო გამოხატული,“ - განაცხადა "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" წარმომადგენელმა მერი კაპანაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


