სამართალი
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრის, ბექა წიქარიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სოციალური აქტივისტის ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევას ედავებიან. ადვოკატმა იმედი გამოთქვა, რომ წიქარიშვილს გაათავისუფლებენ.
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრი მსახიობ თორნიკე ბზიავასთან ერთად გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველთა ინფორმაციით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.
ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო წიქარიშვილი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


