საზოგადოება
თეთნულდიდან სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თეთნულდის მთაზე 4-კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა.
„შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.
საძიებო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი ტურისტი მთის ფერდობზე იპოვნეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტეზე გამოძიება უკვე დაიწყო“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


