პოლიტიკა
ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება -ვახტანგ გომელაური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებამ განახორციელა ღონისძიებები ტერორიზმის რისკის შესამცირებლად.
ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თქვა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. ამ მიმართულებით განვახორციელეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას“, - განაცხადა გომელაურმა.
სუს-ის უფროსის განცხადებით, სისხლის სამართლის 9 საქმე აღიძრა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, ტერორისტების დახმარებისა და სხვა ბრალდებებით. ხოლო სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე სისხლისსამართლებრივი დევნაა გამოცხადებული.მისივე თქმით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ სირიიდან და ერაყიდან საქართველოში დაბრუნებული პირები.
გომელაურმა აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა.
„საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით. ხორციელდებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე.
კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის სფეროებში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება და გადამზადება“, - განაცხადა გომელაურმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


