სამართალი
ტერორიზმის საქმის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.
მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით გამოვლენ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო პროცესი სრულად დახურა.
პროცესის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ რამდენიმე არგუმენტით ახსნა. მათ შორის იმით, რომ საქმე ეხება ტერორისტულ საქმიანობას და მის ხელშეწყობას. პროკურორების მტკიცებით, საქმე პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს.
პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, მტკიცებულებებს შორისაა საექსპერტო დასკვნები, სატელეფონო ჩანაწერები და ვიდეომასალა, რომელიც დაკავებულთა ბრალეულობას ადასტურებს .
ცნობისათვის, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გამოძიება ორ პირს ედავება, ხოლო ოთხს ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა ხელშეწყობას. მათგან ერთი მიმალვაშია.
დაკავებულები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში თბილისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


