პოლიტიკა
ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ ტექნოპარკში ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს მელფორდ ნიკოლას უმასპინძლა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ტექნოპარკის ულტრათანამედროვედ მოწყობილი შენობა და მატერიალურ ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. მელფორდ ნიკოლა დეტალურად გაეცნო ინოვაციების სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას.
ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს აღნიშნულ სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მელფორდ ნიკოლა კერძო სექტორში სწორედ ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მუშაობდა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.
ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა უცხოელ სტუმარს დეტალურად წარუდგინა სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო სააგენტოს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


