საზოგადოება
ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში მცხოვრებ 50 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ქალთა ასოციაციის წევრებმა ერგნეთის მოსახლეობას საახალწლო ნობათი - სურსათი, ტკბილეული, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო პროდუქტები ჩაუტანეს.
„ასეთი ხელდამშვენებული აქცია, კარგა ხანია ჩვენთან არ ყოფილა“, - ასე შეაფასეს ერგნეთელებმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების სტუმრობა. დიდი იყო ერგნეთის მკვიდრთა სიხარული თანადგომისათვის და მათ ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ასეთი მხარდაჭერით სოფლის მაცხოვრებლები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ არცთუ განებივრებულნი არიან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია არსებობის 45 წელს ითვლის და ყოველ დღესასწაულზე უამრავ ადამიანს გაუთბეს გული.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნაზი კუციავამ აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერგნეთის მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცეს, უსურვეს მშვიდობა და ოკუპირებული ტერიტორიების ახლო მომავალში დაბრუნება.
„პროფესორებმა - ლია კახიანმა, ლანა პაპავამ, ელმირა ჩხიკვაძემ, მაკა დემეტრაძემ, ჟუჟუნა პეტრიაშვილმა, ქეთევან გრძელიშვილმა, თამრიკო ედილაშვილმა შევკრიბეთ მცირე თანხა, ბატონი დიმიტრი ერისთავი შემოგვიერთდა და ვიყიდეთ ტკბილეული, ხილი, ზამთრის ტანსაცმელი სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, ძალიან დაგვეხმარა კომპანია „ტკბილი ქვეყანა“. ერგნეთში ხელდამშვენებული ჩავედით და 50 ოჯახის გახარება შევძელით“, - განაცხადა ნაზი კუციავამ.
მოსახლეობასთან შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა გორის საკრებულოს წევრმა, ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ. მან ქალთა ასოციაციის წევრებს დაათვალიერებინა მის მიერ ორგანიზებული მუზეუმი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს; ასევე, ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას ერგნეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასთან, სადაც დაისახა ორ მხარეს შორის ორგანიზაციული ღონისძიებები სკოლისთვის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამ მიზნით, საჭირო კონტაქტები განხორციელდება დისტანციურად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მოსწავლეებს ჩაუტარონ კონსულტაციები ცალკეულ საგნებში, არდადეგებისა და ეროვნული გამოცდების პერიოდში. შეხვედრაზე ორივე მხარემ ერთსულოვნად გამოხატადა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


