პოლიტიკა
თენგიზ შერგელაშვილი გადაცემაში „არჩევანი“ ჯერ-ჯერობით მიწვეული არ არის - ,,შენების მოძრაობა“
თენგიზ შერგელაშვილი „რუსთავი 2“-ზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატებში არ მიიწვიეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,შენების მოძრაობის“ განცხადებაშია საუბარი:
,, ქართულ მედია სივრცეში ფიქსირდება კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი, როდესაც მერობის კანდიდატებს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ არხზე არ ეძლევა დებატებში მონაწილეობის საშუალება. გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ მიწვეულია თბილისის მერობის 7 კანდიდატი. სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ დრომდე არავინ შეგვხმიანებია.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის უხეშ დაღვევას, რომლის თანახმადაც „საერთო მაუწყებელმა რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს წინასაარჩევნონ დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს“. მსგავს ვალდებულებას ითვალისწინებს ასევე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტიც.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე წინასაარჩევნოდ „შენების მოძრაობის“ არც ერთი ლიდერი არ ყოფილა მიწვეული ისეთ გადაცემებში, სადაც სხვა პოლიტიკური პარტიის წევრები არაერთხელ იყნენ წარმოდგენილები, მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ აქვთ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი.
იმედს ვიტოვებთ, რომ გადაცემის დაწყებამდე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ დაგვიკავშირდება და მოგვცემს გადაცემაში მონაწილეობის საშუალებას, რათა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა, ამომრჩეველს გააცნოს საარჩევნო პროგრამა, ჩაერთოს დებატებში და შეკითხვები დაუსვას მის კონკურენტებს.“
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


