პოლიტიკა
ტენდენცია არ იცვლება, უმრავლესობა ჯერ აგდებს პრეზიდენტის ვეტოს, მერე მის შენიშვნებს იწერს სიტყვა-სიტყვით ახალ ინიციატივებში - გიორგი აბაშიშვილი
მმართველი გუნდის მიერ ახალ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა აგრძელებს ტრადიციას, რომ ის ჯერ ლახავს პრეზიდენტის ვეტოს, შემდგომ კი ქვეყნის პირველი პირის მოტივირებული შენიშვნები შეაქვს საკანონმდებლო ცვლილების სახით.
„მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება. მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც. ამის მაგალითია ეროვნული ბანკი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს, ხოლო შემდგომ სიტყვა-სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის მიზანი არის არა კვალიფიციური ანალიზი, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა“, -თქვა აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, კონსტიტუციაში 4 ცვლილება შეიტანოს. ის აპირებს, გააუქმოს ე.წ. ბონუსების სისტემა, 2020 წლისთვის დაუშვას საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩვენებში, დაზუსტდება რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამისთვის შეიქმნება საკონსტიტუციო საორგანიზაციო კომისიაც.
ჩაირთვება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში, უცნობია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


