სამართალი
თემურ ჭყონიას პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს
ბიზნესმენ თემურ ჭყონიას საქართველოს მთავარი პროკურატურა თაღლითობაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ საუბარი იყო პირველი არხის გადაცემაში ,,ახალი კვირა,’’ რომლის წამყვანმა, იმედა დარსალიამ მაყურებელს პროკურატურის შესაბამისი დასკვნა გააცნო.
თაღლითურ სქემაში პროკურატურის დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორიაც ფიგურირებს.
დანაშაული მძიმე კატეგორიისაა და ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თურქი ბიზნესმენის ალი თურგაი იეტიშის განცხადებით, ქართველმა პარტნიორმა ბანკის წილები თაღლითურად წაართვა, რის შედეგადაც, მან რამდენიმე მილიონია ზარალი მიიღო. ინვესტორი ირწმუნება, რომ თემურ ჭყონიამ დოკუმენტები გააყალბა და უცხოელი ინვესტორების საკონტროლო პაკეტს - 65 %-ს დაეუფლა. მისივე თქმით, თაღლითურ სქემაში ჭყონიას ქართველი პარტნიორი მურთაზ კიკორიაც მონაწილეობდა.
ფაქტი, რომელზეც თურქი ბიზნესმენი საუბრობს, მისივე ინფორმაციით, 2000 წელს მოხდა.
თურქი ინვესტორის ადვოკატის მტკიცებით, მათ მიერ 2009 წელს შეტანილი საჩივარი პროკურატურიდან გაქრა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


