სამართალი
თემქაზე 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
თემქაზე 22 თებერვალს 20 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
გრიგალაშვილს ახალი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.
პროკურატურამ ასევე მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც 20 წლის ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის თავის არეში ბლაგვი საგნით ჩარტყმის შედეგად.
ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას გრიგალაშვილის წინააღმდეგ არავითარი მტკიცებულება არ აქვს.
მისი თქმით, უკვე დანიშნულია ალტერნატიული ექსპერტიზები, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
აღნიშნულ საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა 22 მაისაა ჩანიშნული.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


