სამართალი
თემქაზე 20 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე მისი მეგობარი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა.
„შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


