პოლიტიკა
თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ - ელენე მაჩალიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა, შეცვალოს მთავრობა.
მისივე თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დავალებით, ის სცემეს.
„მე ვარ ის ბებია, რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით გვერდები ჩაულურჯეს, რომელიც სოსო გოგაშვილის დაკვეთით მძევლად აიყვანეს.
შუბლგახვრეტილი, ჩემი პატარა, სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტაცეთ და გაიყვანეთ. გამოდი სოსო გოგაშვილო! არ გყოფნის ვაჟკაცობა! კაცობა არ გაქვს, აღიარო შენი დანაშაული. გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულო ჩემი შვილიშვილი მომიკალი და მწოლიარეს შუბლი გაუხვრიტე ლოგინში.
ქართველო ხალხო, გეხვეწებით, ჩამოვაშოროთ ეს მთავრობა, ეს უვარგისი მთავრობა, რომელიც სისხლით შემოვიდა. თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა“, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან.
შვილმოკლული მამები და მათი მხარდამჭერები „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ. ისინი სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელიც პანკისში გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


