სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდება
პანკისის ხეობაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩავლენ.
საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დეკემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილობრივ მოსახლეს დაკითხავენ.
გარდა ამისა, იგეგმება მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში იმ ოთახის დათვალიერება კედლის უფრო ღრმად შესწავლა, სადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.
„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქმის მასალების გაცნობის დროს წარმოიშვა რაღაც საკითხები, რომლის დაზუსტებაც მოითხოვს დამატებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა აღმოჩენილ იქნას სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომელიც ერთობლიობაში შექმნის იმ სურათს, რომ მთლიანი ტყვია იქნეს სრულყოფილად წარმოდგენილი,“-აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.
ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პროკურატურამ ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


