პოლიტიკა
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ერთი წლის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამის შესახებ EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან - მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მედიკო მარგოშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიქელაძის თქმით, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია, რის გამოც საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება დადგა.
„დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ერთი წელი გავიდა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ფორმალურად დაიწყო, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მიმდინარე გამოძიება არის ეფექტური. გამოძიების საწყის ეტაპზევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუშვა არსებითი შეცდომები, რამაც ჩვენ გადაგვიწურა იმედი, რომ გამოძიებას რაიმე შედეგი ექნებოდა. შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სუს-მა და მისმა თანამშრომლებმა ამოიღეს და გვიჩნდება ეჭვი, რომ ამ მტკიცებულებების ნაწილი ფაბრიკაციაა ან საერთოდ განადგურდა, რამაც გამოძიების პროცესი არსებითად დააზიანა და პროკურატურის ამ საქმეში მონაწილეობა ფორმალური გახადა. ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს წვდომა ძალიან მნიშვნელოვან საქმის მასალებზე, მათ შორის, იგივე სპეცრაზმელების ჩვენებაზე, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თითქმის 5 თვეა, ველოდებით კომპლექსური ექსპერტიზის საბოლოო პასუხს, რომელსაც უნდა შეეფასებინა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში, თუმცა ეს პასუხებიც ჭიანურდება. ადგილზე ამოღებული ნივთები აჩვენებს, რომ თემირლანი იწვა, სავარაუდოდ, ყურსასმენი ეკეთა და ეძინა. იმის გამო, რომ შეჭრა და გასროლა მყისიერად განხორციელდა, გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია. ვამტკიცებთ, რომ ამ საქმეში ძალის გამოყენება არ აკმაყოფილებდა აუცილებლობის და პროპორციულობის სტანდარტს. ჩვენ ამ საქმეში სადავოდ ვხდით სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობასა და კანონიერებას. სწორედ იმის გამო, რომ ამ გამოძიებაში ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ, ვითხოვთ, ამ საქმეში პარლამენტის შემოყვანას”,- განაცხადა მიქელაძემ და აღნიშნა, რომ ისინი აპირებენ, მიმართონ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, მათ შორის სახელისუფლებოსა და ოპოზიციურ ჯგუფს. ამავდროულად, EMC და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საპარლამენტო ჯგუფებთან საკონსულტაციო შეხვედრებსაც ითხოვენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


