პოლიტიკა
თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა - დავით უსუფაშვილი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრების მხრიდან ევროსასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება. მისი თქმით, ვითარება „ფეთქებად საშიში“ ხდება, რის გამოც სიფრთხილისკენ მოუწოდებს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს.
უსუფაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს მიერ ამოქმედებულ შეჩერების მექანიზმს გვერდს აუვლის, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.
„თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი „სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს“ ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან, მის ქონებასა თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვითაალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა, დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


