პოლიტიკა
ტელევიზია ბიზნესზე ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, ის რაც კანონი გავალდებულებს, არა მგონია სწორი მიდგომა - კახა კალაძე „იბერიაზე“
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში მედია თავისუფალია.
„მედია თავისუფალი უნდა იყოს და არის დღეს. ეს თითოეული ჩვენგანის მიღწევაა, რაც 2012 წლის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ და მივაღწიეთ ერთიანი ძალისხმევით. კარგად გახსოვთ დრო, როცა ერთ ადამიანს ედო ყველა მედიასაშუალება ჯიბეში. „იბერიას“ არანაირი პრობლემა არ აქვს. როგორც მე ვიცი, მის მფლობელს კონკრეტულ ბიზნესში ბიუჯეტის მიმართ აქვს დიდი დავალიანება. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხელშეწყობა ყოფილიყო, მაგრამ ტელევიზია ბიზნესზე ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, ის რაც კანონი გავალდებულებს, არა მგონია სწორი მიდგომა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ტელეკომპანია „იბერიას“ დღეს სამი საათის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვეტილი ჰქონდა, ხოლო გუშინ არხმა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.
პარასკევს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


