პოლიტიკა
ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში სპეცრაზმის შესვლის მიზანი იყო დაშინება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, კრიტიკას ვერ იტანდა სააკაშვილი - ვახტანგ ხუზმიაშვილი
ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა გაიხსენა.
როგორც ხუზმიაშვილმა აღნიშნა, მიზანი იყო ჟურნალისტების დაშინება.
„სპეცრაზმი, ნიღბიანები შევიდნენ „იბერიის“ შენობაში. ყველაფერი გადმოყრილი დაგვხვდა, მაგიდები აყირავებული. ადამიანს როგორ უნდა დაებადოს აზრი, რომ ტელევიზიაში, სადაც ამდენი ჟურნალისტი მუშაობს, ვინმემ კონტრაბანდა შეიტანოს ან რაღაც საბეჭდი მანქანები დაამონტაჟოს. ეს ხომ იმთავითვე იმისთვის იყო გაკეთებული, დაშინება მომხდარიყო. „ომეგაშიც“ ვერაფერი აღმოაჩინეს. „ომეგას“ დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვერც „ომეგაში“ იპოვეს რაღაც ყალბი აქციზური მარკების დასაბეჭდი კლიშეეები და ვერსად აღმოაჩინეს. ეს უბრალოდ საბაბი იყო“, – განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.
ვახტანგ ხუზმიაშვილს კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კითხვა დაუსვა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს მოხდა 2004 წლის თებერვალში, ანუ სულ რაღაც ორი-სამი თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოსულია. ასევე აღნიშნეთ და ასეც იყო, რომ ოპოზიცია, პრაქტიკულად, არ არსებობდა ქვეყანაში. მაშინ რისი ეშინოდა ხელისუფლებას?“, რაზეც ხუზმიაშვილმა აღნიშნა:
„განსხვავებული აზრის მიუღებლობა იყო, კრიტიკას ვერ იტანდა სააკაშვილი. ეს ახალი ხომ არ არის, ზოგადად, სააკაშვილს კრიტიკა არ უყვარდა. რევოლუციის მომხრე ტელეკომპანია „იბერია“ არ იყო, რადგან შევარდნაძეს მაინც უმთავრდებოდა ვადა და არჩევნების გზით მოსულიყო ხელისუფლება ხომ? მართლაც თუ გაყალბდა არჩევნები, როგორ შეიძლება, ერთ ნაწილში გაყალბდეს და მეორე ნაწილში არ გაყალბდეს. ეს ხომ მაშინაც ტყუილი იყო“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


