პოლიტიკა
ტელეკომპანია „იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება - დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიასთან” დაკავშირებულ ჩანაწერებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.
„აუცილებელია, რომ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. ეს არის საქმე, რომელშიც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს საქმე უშუალოდ ეხება ტელეკომპანია „იბერიას“ ფუნქციონირებას. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სრულიად აუცილებელია გამოძიების დაწყება და პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე. ეს არის შემთხვევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც არაერთგზის გვითქვამს, რომ ხელისუფლებაში არსებობს არაფორმალური მართვა, არსებობს მაღალი დონის კორუფცია სახელმწიფო ეშელონებში და ეს შემთხვევა შესაძლებელია გახდეს სწორედ ძალიან მძიმე მანიშნებელი იმ ვითარების, რომელიც დღეს არის სახელმწიფოში.
როდესაც თანამდებობის პირები, ცალკეული ნათესავები ან გავლენიანი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები საქმეებს აგვარებენ საკუთარი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ კორუფციულ ინტერესების მსხვერპლი ხდება საზოგადოების ინტერესიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მუშაობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ტელეკომპანია „იბერიას“ ,როგორც საპარლამენტო უმცირესობა თუ რაიმეშია საჭირო და აუცილებელი იქნება საპარლამენტო უმცირესობის გვერდში დგომა, პარტია მზად არის დახმარებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც მათი წყაროს ინფორმაციით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან. მათივე ინფორმაციით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს უჩა მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონს ითხოვდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


