უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2018 12:05
font-size

ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია - მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დარბევაზე

„ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას „დღევანდელი გადასახედიდან მიგაჩნიათ თუ არა, რომ მაშინ თქვენმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა“.

სააკაშვილის განმარტებით, მისი მაშინდელი გუნდის წევრი ირაკლი ოქრუაშვილი, „იბერიაზე“ შეჭრას განიხილავდა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილად.

„პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მიმაჩნია დიდ შეცდომად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 2004 წლის 19 თებერვალს ჩვენ ვიყავით სამტრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ასლან აბაშიძესთან, აჭარის მმართველთან. მაშინ ოქრუაშვილმა, რომელიც გამოირჩეოდა გადაჭარბებითა და ცუდი რაღაცებით და ამის გამო ბოლოს შეექმნა ჩვენთან პრობლემა, გადაწყვიტა, რომ ეს იყო ასლან აბაშიძესთან ბრძოლის ნაწილი.

მაგრამ არცერთ წუთში, არცერთ მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დიდი უხეში შეცდომა, გადაცდომა და ყველაფერი უბედურება, არავის და მით უმეტეს მე, რა თქმა უნდა, არ მოგვითხოვია ტელევიზიის დამფუძნებლისგან ქრთამი, არ გამოგვირთმევია ქრთამი, არ გამოგვიძალია ფული.

ჩვენ თუ მიგვქონდა ფული, ესეც არ იყო სწორი. მინდა გითხრათ, მიგვქონდა ფული ბიუჯეტში - მოდით, ავაშენოთ რაბათი, სიღნაღი.

რაც მაბადია, აგერ მაქვს თან. შეადარეთ მილიარდერი ყაჩაღი ივანიშვილი , რომელიც მილიარდები გააკეთა ხალხის გაჭირვებაზე და მე, რომელსაც არაფერი არ გამაჩნია. რითიც მოვედი პრეზიდენტობაზე, იმით წავედი.

ჩვენ თუ ვინმე ბიზნესმენს ვეუბნებოდით, ფული მოიტანეო, მოიტანეთ ბიუჯეტში, - ამ შემთხვევაში ეს ხალხი რას ეუბნება, ფული არ მოიტანოთ ბიუჯეტში, მოგვიტანეთ ჩვენ და ბიუჯეტში აღარ მოგატანინებ.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სისტემაც არ იყო სწორი. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთოდ სხვა რაღაცა, როდესაც გადსახადები იქნება დაბალი და როცა არავინ აღარავის აღარ მოსთხოვს თუნდაც ბიუჯეტში ფულს.

როცა ამბობენ, უჰ, ნაციონალების დროსაც ასე იყო და დღესაც ეგრეაო, სრული სისულელეა“, - თქვა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, 2004 წლის დარბევის შემდეგ „იბერიამ“ მაუწყებლობა 9 წლის შემდეგ, 2013 წელს განაახლა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი