სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერიას“ საქმეზე სასამართლო სხდომა დაცვის მხარის მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ, კერძოდ კი 3 მოწმე დაეკითხათ, თუმცა არცერთი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადებულა.
როგორც ბრალდებულმა გიორგი ლაცაბიძემ და ასევე ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განმარტეს, მათ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმედ გამოძახების თაობაზე უწყებები გაგზავნილი ჰქონდათ იოსებ მგელაძის და კობა კვანტალიანის მათთვის ცნობილ საცხოვრებელ მისამართებზე, თუმცა აღნიშნული პირების მიერ უწყებების ჩაბარება არ მომხდარა.
როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათთვის უცნობია აღნიშნული პირების სხვა საცხოვრებელი მისამართები. აქედან გამომდინარე, ლაცაბიძემ და კახიძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, რომ ხსენებული მოწმეებისთვის სხდომაზე გამოცხადების შესახებ უწყება ამჯერად თავად სასამართლოს მიერ იყოს გაგზავნილი. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ იოსებ მგელაძეს და კობა კვანტალიანს სასამართლო უწყებები მომდევნო სხდომაზე გამოცხადებისთვის გაეგზავნებათ.
რაც შეეხება, დღეს დასაკითხ მესამე მოწმეს, გიორგი არველაძეს, დაცვის მხარის განმარტებით, მას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც ვერ მოხერდა სხდომაზე დანიშნულ დროზე მისი გამოცხადება.
მოსამართლემ სასამართლო სხდომა 20 ივნისის 17:15 საათისთვის გადადო, რომელზეც დღეისთვის გამოძახებული პირების დაკითხვა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


